კახეთი
გურჯაანში 70 ათასი ტონა ყურძენია მოკრეფილი
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
02 ოქტომბერი 2020
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბრის მონაცემებით,
კახეთში 232 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. აქედან: 158 ათასი ტონა
რქაწითელი, 61,4 ათასი ტონა საფერავი, 4 ათასი ტონა კახური მწვანე და
დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
უწყების ინფორმაციით, ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გურჯაანში - 70
ათასი ტონა დაიკრიფა. კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი
სურათია: ყვარელი - 56 ათასი ტონა, თელავი - 36,7 ათასი ტონა, სიღნაღი
- 20 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 16 ათასი ტონა, საგარეჯო- 12 ათასი ტონა,
ახმეტა - 10 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 7,3 ათასი ტონა. ამ
ეტაპამდე ყურძნის დაწურვის პროცესში 180 საწარმო იყო ჩართული.