სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘სამეზობლოში მიმდინარე ომი საქართველოსთვის უდიდესი რისკია’ - გახარია

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ოქტომბერი 2020
‘სამეზობლოში მიმდინარე ომი საქართველოსთვის უდიდესი რისკია’ - გახარია მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 07.10.2020 პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო პირდაპირ არის დაინტერესებული იმით, რომ ნებისმიერი სახის გაურკვევლობა და კონფლიქტი რეგიონში მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყარაბაღის ომში მშვიდობის დამყარებისთვის საქართველო წვლილს შეიტანს.„როდესაც რეგიონში ამ მიმდინარე ომზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვყავს, როგორც სომეხი ისე აზერბაიჯანელი მოქალაქეები. და საქართველო პირდაპირ არის დაინტერესებული იმაში, რომ ნებისმიერი სახის გაურკვევლობა და კონფლიქტი ჩვენს რეგიონში მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს. რაც შეგვიძლია ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს“,- განაცხადა გახარიამ.მთიანი ყრაბაღის გამო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. კონფლიქტის გაღვივებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.[რიმა სარუხანიან]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია