შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეტეხი - ქვემო გომის გზის ტენდერში დეპუტატ მაკრახიძის კომპანია ნახევარ მილიონს აკლებს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 დეკემბერი 2018
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხსა და ქვემო გომს შორის არსებულ გზაზე საგზაო ტენდერში სამი კომპანია ცდილობს გამარჯვებას. ესენია: დეპუტატ იოსებ მაკრახიძის კომპანია ,,იბოლია" (,,შარასთან" ერთად), ასევე, ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" და კომპანია ,,მილენიუმ ბილდერს გრუპ". ტენდერის საწყისი საღირებულება 3 მლნ 427 848 შეადგენდა. კომპანიებმა საგზაო დეპარტამენტს საკუთარი წინადებები უკვე შესთავაზეს. ამათგან, ყველაზე ნაკლები თანხით დეპუტატ იოსებ მაკრახიძის კომპანია ( ერთობლივად ,,იბოლია" და ,,შარა" ) წარსდგა. შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" - 3 მლნ 349 997 ლარი ,,მილენიუმ ბილდერს გრუპ" - 3 მლნ 162 761 ლარი. ,,იბოლია" - ,,შარა" - 2 962 869 ლარი. გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა. გზის სიგრძე 4,5 კმ-ს შეადგენს და მეტეხის დევნილთა დასახლებასთან გაივლის.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია