შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძამას ხეობაში ტყემლოვანამდე ახალი გზა დაიგება და მიუახლოვდება ბორჯომის რაიონს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 დეკემბერი 2018
კომპანია ,,ბლექსი გრუპი" გამარჯვებულია ტენდერში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ძამას ხეობაში 15 კმ-იანი გზის მოასფალტების მიზნით გამოაცხადა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დეპარტამენტში 2018 წლის 18 დეკემბერს მიიღეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, სამუშაოები სულ მალე დაიწყება და ხეობას ახალი გზა ექნება. ,,ბლექ სი გრუპი" სამუშაოებს გაზაფხულიდან შეუდგება და 18 თვის განმავლობაში (წელიწადნახევარი) დაასრულებს გზის მშენებლობას,. სარეაბილიტაციო გზა იწყება ელბაქიანთ კარიდან და მთავრდება ტყემლოვანასთან: ,,ამ გზას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, რადგანაც სამომავლო პერსპექტივაში მისი გაგრძელებით ქარელის რაიონი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ბორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საკურორტო დასახლებებს (ბაკურიანი, მიტარბი და სხვა), რის გამოც მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოუწევს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკურ-კულტურული განვითარების თვალსაზრისით." - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის საპროექტო განაცხადში. გზის საწყის მონაკვეთი გადის სოფ. ელბაქიანის დასახლებულ პუნქტში, რომლის შემდეგაც გაივლის სოფ. გვერძინეთის დასახლებას და მიემართება სოფ. ტყემლოვანამდე. სოფ. გვერძინეთიდან ტრასის ბოლომდე ინტენსიურად განლაგებული სამონასტრო კომპლექსებია. გარდა ამისა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონაკვეთზე განლაგებულია ადგილობრივ სოფლებამდე მისასვლელი გზების მიერთებები (სოფ. წიფლოვანა, კოდმანი, ქვათეთრი, ბატეთი, ლოშკინეთი და სხვა). 1. ფოტო: გზა ელბაქიანთ კარიდან ტყემლოვანამდე 2. ფოტო: გზის მონაკვეთი ელბაქიანთ კარიდან ტყემლოვანამდე, სადაც ახალი ასფალტი დაიგება 18 თვის განმავლობაში
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია