შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წინასწარი მონაცემებით, თელავის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური დაინიშნება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ნოემბერი 2020

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, რეგიონების 22 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება.

წინასწარი შედეგების მიხედვით, რეგიონებში მეორე ტურში “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.

ამ დროისთვის არსებული მონაცემები ასეთია:
#10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი

ირაკლი ქადაგიშვილი – 46.44%

გიორგი ბოტკოველი – 40.69%

ცესკოს მიერ ამ დროისთვის სულ დათვლილი 2556 უბნის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48.8%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 26.07%, „ევროპულმა საქართველომ“ კი 3.79% მიიღო.
სულ 3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2556 უბანზე და შედეგები პარტიებზე ასე ნაწილდება:

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 48.8 %

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” – 26.07 %

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” -3.79 %

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 3.23%

“სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.14 %

„ლელო – 3.23 %

„გირჩი“ – 2.99 %

„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.38 %

“საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 1,03 %

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია