კახეთი
თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, ამას ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს - პაატა იმნაძე
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
05 ნოემბერი 2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა
იმნაძის განცხადებით, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, ამას ვერც
ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. მან ამის შესახებ განცხადება
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა
„მე რასაც ვამბობ, პასუხს ვაგებ ხოლმე ჩემს სიტყვებზე და ეს არ არის
ხოლმე არავის დაშინება. ეს არის იმ სამწუხარო რეალობის დანახვა, რაც
მოგველის, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. მგონი კარგად უყურებთ
მედიას, რა ხდება ყველაზე განვითარებულ, ყველაზე მაგარ ქვეყნებში
ყველაზე მაგარი ჯანდაცვის სისტემით, ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი
ჯანდაცვის სისტემა, სულ რომ გერმანული საავადმყოფოები გადმოვიტანოთ
თავისი გერმანელი ექიმებით, ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად
გავხდებით ავად. და ეს მოხდება თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს.
აი, ეს არის რეალობა“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 49 218
შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 33 459-ს
შეადგენს. გარდაიცვალა 401 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 3 004
მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4 355 ადამიანი გადის.
კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2 428-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.