გასულ წელს, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე სუფსამ სოფელ ნაგომარში მოსახლეობის კუთვნილი საყანე ფართობები დატბორა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი წაიღო. საფრთხე შეექმნა ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზასაც.
აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად დღის წესრიგში დადგა დამცავი ჯებირების მოწყობა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებამდე, რაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივას წარმოადგენს, მიიღო გადაწყვეტილება ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებით განეხორცილებინა მდინარის გასწორზახოვნება და წაღებული ფართობების ინერტული მასალით შევსება.
სამუშაო პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო.
ოფიციალური ინფორმაცია