შიდა ქართლი
გორის ჰოსპიტალში მედიკამენტების დამატებითი მარაგის შევსება დასჭირდათ
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
07 ნოემბერი 2020
გორის ჰოსპიტალში, კოვიდპაციენტებისთვის რამდენიმე სახეობის
მედიკამენტი დამატებით შეიძინეს, რომლის მარაგი იწურებოდა. აღნიშნულ
მედიკამენტებს ვეღარც ტენდერში გამარჯვებული კომპანიები
აწოდებდნენ.
ამის გამო, ,,ავერსისგან" და ,,ფარმასგან" ორი თვის მარაგი იყიდეს.
გადაწყვეტილება საავადმყოფოს დირექტორმა მას შემდეგ მიიღო, როდესაც
კლინიკის აფთიაქში წამლების რაოდენობა იწურებოდა.
ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ წინასწარი გათვლებით, 2 თვის საკმარისი
წამლები შეიძინა, კერძოდ:
კონტროლოკი
(იგივე პანტოპრაზოლი), -მჟავიანობის დარღვევასთან დაკავშირებული
დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.