შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ნოემბერი 2020

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ირაკლი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

"მშვიდად და უსიმპტომოდ მივიღე ვუჰანელი COVID-19-ის გამოწვევა, ვრჩები იზოლაციაში და აქედან შევუტევ ვერაგ ვირუსს"-წერს შენგელია. შენგელია პროფესიით ექიმია.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შენგელია ბოლო დღეებში სამსახურში არ დადიოდა და მას თანამშრომლებთან შეხება არ ქონია.

კორონავირუსი ქუთაისის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატს ქონდა, ინფიცირებული იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია