შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხალხო, აღშფოთებული ვარ, აღარ შემიძლია ამ სახელმწიფოში ცხოვრება"

პოლიტიკა
წყარო:   /  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 დეკემბერი 2018

ხალხო, აღშფოთებული ვარ, აღარ შემიძლია ამ სახელმწიფოში ცხოვრება, - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ თელავის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გააკეთა, სადაც დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა.

ვაშაძე გურჯაანის სოფელ ველისციხესთან მომხდარზე პასუხისმგებლობას შს სამინისტროს აკისრებს. ის კირკიტაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

„დავით კირკიტაძეს პოლიციის მანქანა არ დაუზიანებია, მან დააზიანა გაუგებარი წარმოშობისა და კუთვნილების ავტობუსი, რომელიც პოლიტიკურმა პოლიციამ გზაზე იმისთვის დააყენა, რომ ჩვენთვის კონსტიტუციური უფლება შეეზღუდა.

დათო კირკიტაძე თქვენი მხარდამჭერი არ არის, ამიტომ თუ შიმშილობა გამოაცხადა, იშიმშილებს ბოლომდე. კანონისა და მორალის ფარგლებში გეუბნებით, ეს ადამიანი გაათავისუფლეთ. გინდათ გირაო შეუფარდეთ, თუ გინდათ სხვა რამე მოიფიქრეთ. გაანებეთ ჩვენს მხარდამჭერებს თავი, გამოუშვით ეს ადამიანი და რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მივა სასამართლოში“, – განაცხადა ვაშაძემ.

დავით კირკიტაძის თანაგუნდელებმა კახეთის მთავარ სამმართველოსთან მცირერიცხოვანი აქცია გამართეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფ კირკიტაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

​„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა 17 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია