შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქვემო ჭალაში ბანერი მოიპარეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 დეკემბერი 2018
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ,,ამილახვრობა 2018"-ის ბანერი მოიპარეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლიდან აცნობეს. ღონისძიების ინიციატორის, ცირა ხელაშვილის განცხადებით, ბანერი გვიან ღამით კლუბის შენობის კედლიდან ჩამოხსნეს და წაიღეს. ბანერი ახალგაზრდების მიერ შეგროვებული თანხით დაამზადებინეს.  მასზე იმ სტუმრების ავტოგრაფებია აღნიშნული, რომლებიც სადღესასწაულო ღონისძიებაზე სოფელს ესტუმრნენ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის ქვემო ჭალის ახალგაზრდებმა ,,ამილახვრობა 2018" 14 ოქტომბერს გამართეს. საკუთარი ძალისხმევით, მათ მიერვე მოწყობილ სკვერში, სხვადასხვა ღონისძიებები ჩაატარეს. გამოფინეს ნახატები, ნამუშევრები, გაიმართა ჭიდაობა, რომლის დასრულების შემდეგ, ადგილობრივმა მოსახლეობამ საკონცერტო დარბაზისკენ გადაინაცვლა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია