შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქვეყნები, საიდანაც ქართველების დეპორტაცია ყველაზე ხშირად განხორციელდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 დეკემბერი 2018

2018 წლის აგვისტო-ნოემბრის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 411 მოქალაქის დეპორტი განხორციელდა. ამის შესახებ შს სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

საქართველოს ყველაზე მეტი, 152 მოქალაქის დეპორტი გერმანიიდან მოხდა. მეორე ადგილს იკავებს ავსტრია 74 მოქალაქით, ხოლო მესამე ადგილს საფრანგეთი - 70 მოქალაქით.

რაც შეეხება შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების არშეშვების მონაცემებს, აგვისტო-ნოემბრის მდგომარეობით, უარი საქართველოს 603 მოქალაქეს ეთქვა. საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე იტალიაში (158), გერმანიასა (69) და კვიპროსში (69) არ შეუშვეს.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის შემოღებიდან დღემდე ევროკავშირის/შენგენის ზონაში 335000-ზე მეტმა მოქალაქემ 550 000-მდე ვიზიტი განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლება აქვთ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია