შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 244 შიდა ქართლში გამოვლინდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 დეკემბერი 2020
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 241 თბილისში, 497 იმერეთში, 191 აჭარაში, 244 კი შიდა ქართლში გამოვლინდა, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 22 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 007 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 288 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 719 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 212 526-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 740 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 188 408-მდე. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა – 191, იმერეთი – 497, ქვემო ქართლი – 246, შიდა ქართლი – 244, გურია – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 264, კახეთი – 196, მცხეთა-მთიანეთი – 63, სამცხე-ჯავახეთი – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 910, საიდანაც, 6 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია