შიდა ქართლი
გორში ფოსტის თანამშრომლები გაფიცვის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
08 იანვარი 2021
საქართველოს ფოსტის გორის ფილიალის 11 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ წერილები თითოეულმა თანამშრომელმა გენერალური
დირექტორისგან მიიღო.
8 იანვრით დათარიღებულ წერილში წერია, რომ ფოსტის თანამშრომლებმა 2021
წლის 5 იანვრიდან ,,უკანონო გაფიცვა" მოაწყეს.
,,იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის 5 იანვრიდან უარს აცხადებთ
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე, გაცნობებთ,
რომ ფოსტასა და თქვენს შორის შრომითი ურთიერთობა შეჩერებულია." -
იტყობინება გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.
როგორც ირკვევა, 2020 წლის 20 დეკემბერს გორის ფილიალის 11-მა
თანამშრომელმა ოფიციალური წერილით ხელმძღვანელობას მისწერა.
თანამშრომელთა მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და
ხელფასების მომატებას ეხებოდა.
გენერალური დირექტორი