იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაღდათში სუპერმარკეტ "სპარის" ფილიალი გაქურდეს

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 დეკემბერი 2020

ბაღდათში სუპერმარკეტ "სპარის" ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა წუხელ, კომენდანტის საათის დროს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მაღაზიის კარი გააღეს და შენობაში შესვლა ამ გზით მოახერხეს. მათ თანხის წაღებაც შეძლეს, თუმცა ზუსტი ოდენობა უცნობია.

მაღაზიის თანამშრომლების თქმით, მომხდარის შესახებ დილით შეიტყვეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია