შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის სოფლები, სადაც 2019-20 წლებში გზების რეაბილიტაცია მოხდება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 დეკემბერი 2018

,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2019-2020 წელს რეგიონებში განხორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე, დღეს, საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე განკარგულება მიიღო.

განკარგულების მიხედვით, 2019-2020 წლებში , ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდის დაფინანსებით შემდეგი პროექტები განხორციელდება:

 ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების - შემოქმედელის -2267 გრძ.მ; საფო მგელაძის-150 გრძ.მ, ლერმონტოვის-305 გრძ.მ. რეაბილიტაცია;

 ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ჯუმათის ცენტრის გავლით გზის რეაბილიტაცია (5960 გრძ.მ);

 ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ბაილეთის ცენტრის გავლით გზის რეაბილიტაცია (5667 გრძ.მ);

 ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის გზიდან სოფელ შრომის (ეკალდიდი)-დონაურის გავლით ნატანების ცენტრალურ გზამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (6150 გრძ.მ).;

 სოფ.გაღმა დვაბზუ-ბახვის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (2300 გრძ.მ);

 ოზურგეთი-ნატანები-ურეკის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზიდან, სოფ ხვარბეთის გავლით კონჭკათის (კატისციხე) საზღვრამდე დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები -4868 გრძ.მ;

 სოფელ ცხემლისიხიდი-სოფ.ვაკიჯვრის გზიდან ბაღდადის ეკლესიამდე დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 1662 გრძ.მ;

 სოფელ დვაბზუს ცენტრიდან სოფელ ბოხვაური(ჭალას) სასაფლაომდე სარეაბილიტაციო სამუშაოები 1387 გრძ.მ.

განკარგულება ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია