შიდა ქართლი
გორში წარჩინებული 9-კლასდამთავრებულები კომპიუტერებს მე-5 თვეა ელოდებიან
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
07 თებერვალი 2021
გორელ და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ წარჩინებულ მეცხრეკლასელებს
კომპიუტერს, სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე გადასცემენ. ამის შესახებ
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა
ტერმაკოზაშვილმა გვაცნობა.
მისი თქმით, 2019-20 სასწავლო წელს გორის და გორის მუნიციპალიტეტის
მასშტაბით 300 მოსწავლემ ცხრა კლასი წარჩინებით დაამთავრა, რის გამოც,
კომპიუტერები გადაეცემათ.
მოსწავლეებისათვის კომპიუტერების გადაცემის ცერემონია გორში 2020 წლის
ოქტომბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ ღონისძიება კორონავირუსის
პანდემიის გამო გადაიდო.