შიდა ქართლი
ცოლმა ქმრის წინააღმდეგ ჩვენება შეცვალა - გორის პროკურორის მოადგილემ პროცესი წააგო
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
11 თებერვალი 2021
მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცოლის მიმართ
ძალადობაში იყო ბრალდებული, გაამართლეს. გორის რაიონული პროკურორის
მოადგილემ მორის ჩუბინიძემ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება
უშედეგოდ სცადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა არ
დააკმაყოფილა.
საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მომხდარ ფაქტს.
,,გთხოვთ, დამნაშავედ ცნოთ ბრალდებული ფ.ბ. ბრალად წარდგენილი
ქმედების ჩადენაში, ვინაიდან მივიჩნევ, რომ გამამართლებელი
გადაწყვეტილება არის უკანონო.