შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბესელია შეიძლება ხვალ პარლამენტის სპიკერად ვიხილოთ, ჯერ თოვლის ბაბუას დაველოდოთ "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 დეკემბერი 2018

ბესელია შეიძლება ხვალ პარლამენტის სპიკერად ვიხილოთ, ჯერ თოვლის ბაბუას დაველოდოთ - განუცხადა "2020NEWS"-ს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა და დასძინა, რომ ვანო ზარდიაშვილის წასვლა უფრო გაუხარდა, რადგან ის უფრო მავნე ძალაა, ვიდრე ბესელია. 

"მე ძალიან შორს მიმავალ პროგნოზს ვერ გავაკეთებ და ვერ ვიტყვი, რომ  მმართველი გუნდის დაშლა იწყება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ძალების გადახალისება და სიახლეები მმართველ გუნდში ყოველთვის საჭიროა. ეკა ბესელია გუნდში არ იყო ისეთი ლიდერი, რომ მისი წასვლით ბევრი რამ შეიცვალოს. მე პირადად ვანო ზარდიაშილის წასვლა უფრო გამიხარდა, რადგან ის უფრო მავნე ძალად მიმაჩნია,“ - განაცხადა ხუხაშვილმა. 

მისივე აზრით, ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტიდან წასვლა არ ნიშნავს, რომ მას ოპოზიციაში ვიხილავთ.

"ქართულ ოცნებაში“ არავინ არის ისეთი, ვისაც ოპოზიციაში იხილავთ. მმართველი გუნდის მთავარი პრობლემაც ის არის, რომ ლიდერი არ ჩამოყალიბდა. ყველაფერს ჯობია, დაველოდოთ მოვლენების განვითარდებას. ხომ შეიძლება, ხვალ სპიკერად ვიხილოთ ბესელია. ჯერ თოვლის ბაბუას დაველოდოთ. ხომ იცით, კალაძეც ესაუბრა თოვლის ბაბუას "სკაიპით“ და ვნახოთ საახალწლოდ რა სიურპრიზებს მოგვიწყობს“, - აღნიშნა ხუხაშვილმა. 

შეგახსენებთ, ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან დღეს გადადგა. თნამდებობა დატოვა მისმა პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმაც.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია