კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 თებერვალი 2021

კახეთში კორონავირუსით 69 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც თელავის რაიონულ საავადმყოფოში, ვირუსთან ერთად თანხლები დაავადებებით მოხვდა.

ახალი ინფიცირებულების 69 კონტაქტი უკვე მოძიებულია. სპეციალისტების რჩევით, ყველა მათგანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით 41 ადამიანი დაინფიცირდა. ჯამში კი COVID-19 11 394 ადამიანს ლაბორატორიულად დაუდასტურდა.

გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: გურჯაანი-20, დედოფლისწყარო -1, თელავი -10, ლაგოდეხი -4, საგარეჯო-1, სიღნაღი -1 და ყვარელი -4 .

ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 341 ადამიანი , აქედან 273 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 68 იმყოფება კოვიდ -კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 482- ია , თვითიზოლაციიდან კი 69 მოქალაქე მოიხსნა.

კორონავირუსისგან 10 942 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გასული წლის სექტემბრიდან ამ სრომდე 111 ადამიანი გარდაიცვალა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია