შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„განსხვავებული ინტერესების მქონე ახალგაზრდებისთვის ამ ქალაქში ცხოვრება პრობლემურია“ –ასე აღწერს ახალციხეში ცხოვრებას 24 წლის ირაკლი ბახტურიძე, რომელმაც პრობლემის მოგვარება მეგობრებთან ერთად მკითხველთა კლუბის შექმნით გადაწყვიტა. იდეას ქალაქში ბევრი მომხრე გამოუჩნდა და მალე ლიტერატურული საუბრების მიზნით შეკრებებიც დაიწყო.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 დეკემბერი 2018
საქმეში „მესხეთის თეატრის“ მსახიობებიც ჩაერთნენ და პირველი ლიტერატურული შეხვედრაც თეატრის შენობის ახლად შექმნილ სივრცეში – არტ კაფეში შედგა: „მკითხველთა კლუბის შექმნა წლებია მინდოდა, თუმცა ადრე წარუმატებელი მცდელობები მქონდა. ახლა კი ყოველ პარასკევს განსხვავებული ასაკისა და შეხედულების ადამიანები მოდიან, მთელი ამ პროცესით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ“.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია