შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის გზაზე ,,ჯიპი" კერძო ნაკვეთებში გადავარდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ოქტომბერი 2018
გორი-კასპი-მცხეთის გზაზე დიდი სიჩქარით მიმავალი ,,ჯიპი" გზიდან გადავარდა. შს სამინისტროს ცნობით, ავტომანქანის მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდა, რაც 250-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მძღოლი არ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ უფლისციხის გადასახვევთან მოხდა. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გორიდან კასპიკენ მოძრაობდა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, შეეჯახა გზის მანიშნებელ აბრას და გადავარდა კერძო ნაკვეთში. აღნიშნულ მონაკვეთზე მეფრინველეობის ფერმა და საცხორებელი სახლია.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია