საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გასაუბრება გაიარა ლევან მურისიძემ.
გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭომ კენჭი უყარა ლევან მურუსიძის კანდიდატურას და ის უვადოდ დაინიშნა მოსამართლეთ. საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით მურუსიძემ 11 ხმა მიიღო.
ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ სისტემაში დარჩენას უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენ.
"დღევანდელი გადაწყვეტილებით მიმაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და სასამართლო სისტემამ გამოაცხადა უკომპრომისო ბრძოლა. მათ როდესაც ვერ მიიღეს მხარდაჭერა, გადაწყვიტეს ფორსირებულ რეჟიმში დაენიშნათ მურუსიძე. დანიშნეს გასაუბრება და უპრეცენდენტოა, რომ დღესვე მოხდა კენჭისყრა. 11 ადამიანმა დაუჭირა მხარი და მათ შორის იმ არამოსამართლე წევრებმა, რომელიც აირჩია პარლამენტმა. ეს საბჭოს ისტორიაში ცუდი გადაწყვეტილებაა. მათ არ აინტერესებთ რას ფიქრობს ხალხი. ამით ეს ბრძოლა არ დასრულდება და ეს კლანი ამ თავის გადაწყვეტილების შედეგებს მოიმკის. ეს გადაწყვეტილება ჩვენ საზოგადოებას არ მოეწონება. ადამიანები, რომლებიც არ იმსაუხურებენ სისტემაში დარჩენას უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენ." - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან.
"ლიბერალი"