სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეხვედრას ხვდება

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 მარტი 2021

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებთან, შეხვედრას მართავს.


"ქართული ოცნების" მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი.
მმართველი გუნდის წევრებს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია