სამეგრელო

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეგიონში ზუგდიდის საკრებულო ერთადერთია, სადაც ფრაქციებმა საკითხების ინიცირება მოახდინეს

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 დეკემბერი 2018
სამეგრელო-ზემო სვანეთის 2017 წლის მოწვევის საკრებულოების 54 ფრაქციიდან 51-ს, რეგისტრაციიდან 2018 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით არც ერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია. კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს. ორგანიზაციის თქმით, ზუგდიდის საკრებულო ერთადერთია, სადაც ფრაქციებმა ინიციატივები წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგინეს, ჯამში 25 ინიციატივა. ეს ფრაქციებია - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, „კონსერვანტორები” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

არასამთავრობო განმარტავს, რომ ენმ-ის მიერ ინიცირებული საკითხების უმრავლესობა იყო შუამდგომლობები კონკრეტული მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების გაწევის შესახებ, რომელთა უმეტესობაც, ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძის ინფორმაციით არ დაკმაყოფილდა, მუნიციპალიტეტმა კი მიზეზად განმარტა, რომ მოქალაქეთა ნაწილი საჭირო კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.

რაც შეეხება ზუგდიდის სარებულოს ფრაქციების - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” და „კონსერვატრები” ინიციატივებს, ისინი საკრებულომ მიიღო.

ორგანიზაციის თქმით, ამავე საანგარიშო პერიოდში ფრაქციების თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებისთვის და სხვა ხარჯებისთვის 1.6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ყველაზე მეტი დახარჯა მარტვილმა - 249 ათას 836 ლარი.

შემდეგ მოდის ფოთი - 210 ათას 101 ლარი.

ზუგდიდი - 202 ათას 238.

აბაშა - 181 ათას 725.

სენაკი - 163 ათას 757 ლარი.

მესტია - 163 ათას 661 ლარი.

ხობი - 149 ათას 500 ლარი.

ჩხოროწყუ - 118 ათას 622 ლარი.

წალენჯიხა - 104 ათას 296 ლარი.

ფრაქციების წევრთა სახელფასო ანაზღაურებაზე საანგარიშო პერიოდში ჯამში მილიონ 543 ათას 736 ლარია დახარჯული.

არასამთავრობო განმარტავს, რომ საკრებულოს წევრებისთვის ფრაქციის შექმნა ხელფასის მიღების საშუალებას იძლევა, რადგანაც ზოგადად დეპუტატობა არ ანაზღაურდება, რამაც ერთგვარი მანკიერი პრაქტიკის სახე მიიღო. „გამჭვირვალობის“ თქმით, ფრაქციათა აქტივობები და მათზე გაწეული ხარჯები შეუსაბამოა. მათივე განმარტებით, მოლოდინი, რომ ახალი თანამდებობა ფრაქციის საქმიანობის ეფექტურობას გაზრდიდა, არ გამართლდა, როგორც ეს ჩვენი კვლევით დასტურდება.

„მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის. იგი ორიენტირებული უნდა იყოს მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდაზე. ფრაქციები მნიშვნელოვანი კომპონენტია თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გასაზრდელად, ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად და მოქალაქეთა საჭიროებებისა და პრობლემების ადვოკატირებისთვის, შესაბამისად, მოვუწოდებთ ფრაქციებს, აღნიშნული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენონ“, - აცხადებს ორგანიზაცია.

არასამთავრობოს შეფასებით, 2017 წლის დეკემბრიდან ახალი თანამდებობა - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გაჩნდა, რამაც სახელფასო ტვირთი კიდევ უფრო გაზარდა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია