"ღიმილის მომგვრელია მეუფე იაკობის მუქარა“, - ასე ეხმაურება ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მუქარას.

"მდგომარეობა საპატრიარქოში აშკარად საგანგაშოა. უფალი სიმართლეშია და უფალი მეფობს“, - განაცხადა მეუფე პეტრემ "2020NEWS“-სთან საუბარში.

ცნობისათვის, სინოდის სხდომაზე "ციანიდის საქმის“ არგანხილვის გამო, ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრეს დაუპირისპირდა. ბოდბელი ეპისკოპოსი, ჭყონდიდელ მიტროპოლიტს უავტორიტეტოს უწოდებს და აცხადებს, რომ ის თავის "გასაკეთებელს გაუკეთებს“.

"თვითონ ხომ უნდა იცოდეს, შიგნით რა ავტორიტეტი აქვს. ეხლა თუ "ნაციონალურ მოძრაობაში“ ავტორიტეტი აქვს, ეს სხვა რამეა... ჩვენთან რაღაცა ავტორიტეტი, ხომ უნდა იყოს მაგი. აბსოლუტურად ავტორიტეტი არაა ჩვენთან... მე შეიძლება, პირადად რაღაცა გავუკეთო, ახლა არ ვილაპარაკებ, მაგრამ გასაკეთებელს გავუკეთებ. არ ვაპატიებ არავის ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს.

ეს არის, მე ვფიქრობ რუსეთის შემოთავაზება, რომ ჩვენი ეკლესია დააკნინონ. პატრიარქს დაარტყან, იმას დაარტყან, მე არც რუსეთი მაინტერესებს და არც კონსტანტინოპოლი, პირდაპირ გეტყვით, ქართველი ვარ და ჩემი საქართველოს ეკლესიის ინტერესი მაინტერესებს. როგორც იქცევა თუ არ შეინანა... ჩვენთვის არის როგორც აი, ბასილ მკალავიშვილი უფრო პატიოსანი კაცია, ვიდრე მაგი... როგორც იქცევა, პირდაპირ გეუბნებით... მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც არ დაუშვებს, რომ ვიღაცებმა გააპრაონ, ჰოდა ეკლესიაში მე სიტყვა მეთქმის. თუ მოვინდომე გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია, რომ იცოდეთ და მერე ყველა დამეთანხმება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა "ტვპირველის" პირდაპირ ეთერში მეუფე პეტრესთან დაკავშირებით.