გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მკვლელობასა და სამი ადამიანი დაჭრის ფაქტზე თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა აღკვეთი ღონისძიების სახით ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
პროცესზე დაცვის მხარე დაკავებულების მიმართ გირაოს 5 ათასი ლარის ალექსანდრე ტურიაშვილისთვის, ხოლო 10 ათასი ლარის და ელექტრონული სამაჯურის გამოყენებას ჯუანშერ ტურიაშვილისთვის ითხოვდა, თუმცა ადვოკატის შუამდგომლობას მოსამართლე, გრიგოლ ვატიტაძე არ დაეთანხმა.
ჯუანშერ ტურიაშვილი ჩადენილ დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს, ხოლო ალექსანდრე ტურიაშვილი ბრალს საერთოდ არ ეთანხმება და განმარტავს. გამოძიება ალექსანდრე ტურიაშვილის განსაკუთრებულით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ჯუანშერ ტურიაშვილს კი მკვლელობასა და სამი ადამიანის დაჭრას ედავება. მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 18 მაისს ჩაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 25 მარტს მომხდარი მკვლელობა შემთხვევიდან მეორე დღეს გახსნა. პოლიციამ დანშაულის ჩადენის ორი ერთეული აკაესის ტიპის ავტომატური ცეცლსასროლი იარაღი, 2 მჭიდით და 8 ვაზნით ამოიღო. სროლის დროს დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილი, რომელმაც კლინიკა ორი დღის წინ დატოვა.
შემთხვევის დროს ორი დაშავებული კი ამ დრომდე მკურნალობის კურსს გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსისა” და თბილისის “ნიუ ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადიან. ამ დრომდე კრიტიკულია შემთხვევის დროს “მერსედერსის” მარკის ავტომობილში მყოფი ზურაბ ბერულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო – განზრახ მკვლელობა, გაზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით.