შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში წმინდაწყალზე მთავარი გზა გადათხარეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 აპრილი 2021
გორში, წმინდაწყალზე, საკანალიზაიო და სასმელი წყლის მილებს ამონტაჟებენ. ამისათვის ცენტრალური გზის, ცხინვალის გზატკეცილის გათხრა გახდა საჭირო. სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები ასრულებენ. კომპანიის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელის, ბაჩანა გვიანიშვილის თქმით, სამუშაოები კომენდანტის საათის დასრულებამდე მორჩება: ,,იმიტომაც დავიწყეთ მუშაობა კომენდანტის საათის დროს, რომ მოსახლეობა და მგზავრები არ შეწუხდნენ. სამუშაოები დილამდე დასრულდება. კანალიზაციისა და სასმელი წყლის ცენტრალური მილები გზის მეორე მხარესაა და მილები მასთან უნდა დაერთდეს, ამიტომ, გახდა საჭირო მთავარ გზაზე სამუშაოების წარმოება, - აცხადებს ბაჩანა გვიანიშვილი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, გზის გათხრა მშენებარე სავაჭრო ობიექტის დაკვეთით დაიწყეს. ,,მიწაც დილამდე გასწორდება და ასფალტიც 3 დღეში დაიგება - გვითხრა ბაჩანა გვიანიშვილმა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია