სამცხე-ჯავახეთი
როგორ აფასებენ 2018 წელს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთში
პოლიტიკა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
31 დეკემბერი 2018
ბორჯომის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი კვირკველია ფიქრობს, რომ როგორც ქვეყნისთვის, ასევე მათი ქალაქისთვის 2018 წელი ნაყოფიერი იყო: „ბევრი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განვახორციელეთ, მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხმა თვითმმართველობაში ვითარება საკმაოდ დაძაბა და თითქმის ექვსი თვე შეგვაფერხა. არის პრობლემებიც, სოციალური ფონიდან გამომდინარე, ბევრს უჭირს, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა მუნიციპალიტეტს ბევრს დავეხმარეთ და მომავალ წლებშიც ასე გავაგრძელებთ“.არ ეთანხმება ოპონენტს "ევროპული საქართველოს" ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ბაქარ შირაძე, რომელიც ამავე დროს ბორჯომის საკრებულოს წევრიცაა. მისი თქმით, მმართველომა გუნდმა ძალის და მუქარის გამოყენებით საქართველოში ერთადერთი ოპოზიციური საკრებულო დაშალა და იმპიჩმენტის წესით თავჯდომარეც გადააყენა: „წლის დასაწყისში ბორჯომის ოპოზიცია „ოცნებას“ ხელფასების მომატებაში უშლიდა ხელს და ხელისუფლება ოპოზიციას აქციებს უწყობდა. წლის ბოლოს კი „ოცნების“ უტიფრობამ თვითმმართველობაში კულმინაციას მიაღწია, ხელფასები ისევ მოიმატეს“. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი ბარძიმაძე ამბობს, რომ არჩევნების გაყალბებით წელს ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით ნაბიჯი უკან გადაიდგა: „ გარდა ამისა იჭერენ და დევნიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, სამაგიეროდ ფარცხალაძეებს და მსგავს გარეწრებს გარეთ უშვებენ. მთავარი მოვლენა წელს მაინც მარიხუანას მოხმარების ლეგალიზების საკითხი იყო. ამ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების შედეგებს მომავალ წელს ვიხილავთ“. არჩევნების გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს „ევროპული საქართველოს“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი სიმონ პარუნაშვილიც: „გააყალბეს არჩევნები, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის ძალიან ცუდია. კრედიტების აღება ძნელდება. ერთი პოზიტივი ის არის ამ წელს 600 000 ადამიანს ვალს გაუნულებენ. 20 %–იან ეკონომიკურ წინსვლას ვერ აცდნენ, იმიტომ რომ ქვეყანაში არის კრიმინალი, კორუფცია და ასეთ დროს ეკონომიკა არ ვითარდება“.„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლი ახალქალაქში არსენ კარაპეტიანი ამბობს, რომ „2018 წელი „ქართული ოცნების“ დაშლის წელი იყო“: „ არჩევნებმა ძალიან დააზიანა ქვეყანა, დემოკრატიული ინტიტუტები გაანადგურეს. მომავალ არჩევნებზე უფრო მეტი შანსი აქვს ოპოზიციას. ვფიქრობ, რომ ბოლო ახალი წელია“ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ არცერთ სფეროში ქვეყანაში წინსვლა არაა. გაუფასურდა ლარის კურსი, რაც ყველა ოჯახზე მძიმედ აისახა. 2018 წლის ქვეყნის მთავარ მიღწევად ქალი პრეზიდენტის არჩევას ასახელებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ახალქალაქში ნაირი ირიციანი: „არჩევნების შედეგებით ბევრი უკმაყოფილო ადამიანი დარჩა, თუმცა ყველაფერი ისე უნდა მიიღონ როგორც არის და სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცონ“.მისი თქმით, ახალქალაქში წელს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ეს 2019 წელსაც გაგრძელდება: „სამი დღის განმავლობაში სამი საბავშო ბაღი გავხსენით ახალქალაქში. გვქონდა წარმატება კულუტრის და სპორტის სფეროში“, – ამბობს ირიციანი და ამატებს, რომ სარკინიგზო ხაზი, რომელიც ახალქალაქში გადის, ჯავახეთს ბევს სიკეთეს მოუტანს: „წლის ბოლოს დაიწყო საბარგო ვაგონებმა სიარული, შემდეგ წელს უფრო მეტი იქნება და ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ წელს მთელს საქართველოში და ჩვენთანაც ტურიზმი უფრო მეტად განვითარდება. ტურისტული კუთხით სამცხე–ჯავახეთი მიმზიდველი რეგიონია“. [თინათინ ზაზაძე, ახალციხე]