კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში სტიქიისგან დაზიანებულ მოსავალს „ალდაგი“ აანაზღაურებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 მაისი 2021

კახეთში მომხდარი მასშტაბური სტიქიის ანაზღაურებაზე სადაზღევვო კომპანია “ალდაგი” აქტიურად მუშაობს. ამ დრომდე ზარალის ანაზღაურებაზე მათთან 400-მდე განაცხადია შესული.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სტიქიიდან მეორე დღესვე მათ დაიწყეს ზარალის აღწერა, რათა დაზარალებულებისთვის თანხების ანაზღაურება დროულად მოხდეს.

სტიქია კახეთში 29 აპრილს მოხდა და 30 აპრილს განმეორდა. დაზიანებულია 24 სოფელი ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, ყვარლის მუნიციპალიტეტებში.

„ზიანი საკმაოდ მასშტაბურია. ძირითადად ვაზი და ერთწლოვანი კულტურები დაზიანდა. ჩვენი ადგილობრივი და ცენტრალური ოფისები აქტიურად მუშაობენ, რომ დროულად შევძლოთ რეგიონის დახმარება,“ – აცხადებს “ალდაგის” აგროდაზღვევის მიმართულების კოორდინატორი ივანე ბუჯიაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია