შიდა ქართლი
შიდა ქართლში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 9 მაისი
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
09 მაისი 2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 108,
ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 24, გურია - 22, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 83, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი -
7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 623,
საიდანაც: 4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 2 514, აჭარაში - 499, იმერეთში - 461. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 909 პირი, მათ შორის, თბილისში - 479, აჭარაში
- 86, იმერეთში -116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი,
მათგან თბილისში - 128, აჭარაში - 8, იმერეთში - 15. 812 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 433 - თბილისში, 348 -
აჭარაში. 11 425 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 63, ხოლო აჭარაში - 7.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 18 662 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 952 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 8 710 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 1 089 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 321 919-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მაისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
5.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.55%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 489 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 300 989-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 281 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 8 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 622 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 261 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 24 757 პირი, აჭარაში - 1 946, იმერეთში - 1 157.