კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დალის მთის წყალსაცავი კახეთში – ულამაზესი ადგილი კახეთში რომელიც უნდა ნახოთ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მაისი 2021

დალის მთის წყალსაცავი (დალის წყალსაცავი, დალის ტბა) კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დალის მთის დაბლა მდებარეობს.

იგი გაშენებულია მდინარე ივრის ქვემო დინებაში, ქალაქ დედოფლისწყაროდან დაახლოებით 30 კილომეტრში. წყლის საერთო მოცულობა 140,0 მლნ. მ³. სასარგებლო მოცულობა 133,0 მლნ. მ³.

მისი სანაპირო ხაზი მეტწილად უსწორმასწოროა. ტბამდე მდინარე იორიდან მიყვანილია ჭაჭუნის არხი, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1992 წელს. წყალსაცავში მოშენებულია თევზი. იქვე, მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე აღმართულია დალის მთა.

წყალსაცავის სანაპიროსთან გაშენებულია სამონადირეო მეურნეობა „დალის მთა“. სადაც ძუძუმწოვრებიდან ბინადრობს ნუტრია, ენოტი, ენოტისებრი ძაღლი, მგელი, კურდღელი, ტურა, მელა, გარეული ღორი. ბევრია ფრინველი, მათ შორის: კაკაბი, ხოხობი, რუხი იხვი, გარეული იხვი, მწყერი, მელოტა, წყლის ქათამი, ტყის ქათამი, ქედანი, გვრიტი და სხვა. თევზებიდან მნიშვნელოვანია: თეთრი ამური, ჭანარი, კობრი, სქელშუბლა, ხრამული, შამაია, ლოქო და სხვა.

დალის წყალსაცავი საქართველოში სიდიდით მეორე წყალსაცავი უნდა ყოფილიყო, ხოლო ის ფუნქცია, რომელიც თავიდან მშენებლობის დროს იყო ჩაფიქრებული, არასდროს შეუსრულებია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია