იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სალომე ზურაბიშვილმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს „სამოქალაქო თავდადებისათვის“ მედალი გადასცა

პოლიტიკა
წყარო:   /  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 იანვარი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს „სამოქალაქო თავდადებისათვის“ მედალი გადასცა.აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა ზუგდიდში განაცხადა, სადაც „პრეზიდენტის ნაძვის ხის“ ღონისძიებაზე გიგა ოთხოზორიას შვილებთან ერთად მივიდა.

„ეს არის მხიარული დღე, შობის წინა დღესასწაული, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ სად ვართ, ამიტომ აქ მოვედი გიგა ოთხოზორიას ბავშვებთან ერთად და დღეს გადავეცი სამოქალაქო თავდადების მედალი, სახსოვრად იმის, რომ ქვეყანას არ ავიწყდება თავისი გმირები. თავდადება ეს არის ის, რაც ქმნის ამ ქვეყანას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია