კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 მაისი 2021

თელავის მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გეგმის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უკვე გაიმართა.

,,მუნიციპალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT) (შემდგომში პროექტი) 2 წლიანი პროექტია, რომელიც მიმდინარეობს 2019 წლის 17 ოქტომბრიდან. პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესებას კახეთის რეგიონში. მათ შორის შექმნას საფუძველი მაღალი ხარისხის, ყველასთვის ხელმისაწვდომი და კარგად ადმინისტრირებული მუნიციპალური სერვისების მიწოდებისთვის”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია