იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კარვის ინციდენტში მონაწილეს სამართალდამცველები მფარველობენ" - აქცია საპატრულო პოლიციასთან

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 იანვარი 2021

როგორ მოხდა საჯარიმო ავტოსადგომიდან ავტომობილის არასამუშაო დღეს გაყვანა? - ამ კითხვით არასამთავრობო ორგანიზაციის "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრებმა საპატრულო პოლიციას მიმართეს.  მათ ქუთაისში საპროტესტო კარავთან  მომხდარი ინცინდენტი  აქციით გააპროტესტეს.
 
აქციის მონაწილეების თქმით, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება და იმ ადამიანს სამართალდამცველები მფარველობენ.
აქციის მონაწილეებმა კითხვებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსაც მიმართეს. მათი თქმით, საინტერესოა, როგორ მოხდა საჯარიმო ავტოსადგომიდან ავტომობილის არასამუშაო დღეს გაყვანა.
 
საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, კარვის ინციდენტზე ყველა ღონისძიება კანონშესაბამისად განხორციელდა, დეტალებზე კი უწყების პრესსამსახურს უნდა მიმართონ.
შეგახსენებთ, ავტომობილი, რომელიც გუშინ ქუთაისის ბუკლვარში ოპოზიციის კარავს ეჯახებოდა, დღეს ავტომობილს შეეჯახა. ოპოზიციას აინტერესებს, როგორ მოხვდა ქუჩაში საჯარიმოზე გადაყვანილი ავტომობილი გავლენიანი მფარველების გარეშე.
 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია