მიუსაფარ ცხოველთა კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიერ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საერთაშორიო სტანდრტების შესაბამისად (ჰუმანური მეთოდებით), უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში დროებითი გადაყვანა ხორციელდება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცხოველები შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ მოხდება მათი ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ, იდენტიფიცირების მიზნით, ყურის კლიპსის მეშვეობოთ მარკირება, სტერილიზაცია-კასტრაცია და სხვა ვეტერინალური მომსახურების გაწევა.
უწყების ინფორმაციითვე, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს ძაღლების ტრანსპორტირება-გამოკვლევა-აღრიცხვა და რეგისტრირებული და უსაფრთხო ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება. აღნიშნული პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.