შიდა ქართლი
კასპში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
03 დეკემბერი 2021
კასპში ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ კახიშვილს
სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარიძემ მიიღო.
სასამართლომ მას მსჯავრი განსაკუთრებულ სისასტიკით ჩადენილი
მკვლელობისთვის დასდო.
ღუნაშვილი და კახიშვილი მეგობრები იყვნენ. ღუნაშვილის (მეტსახელად
,,კონტარას) ცხედარი მწყემსმა კასპის სასაფლაოს ტერიტორიაზე 2021
წლის 14 მარტს იპოვა.
აღნიშნულ საქმეზე მსჯავრი დაედო კიდევ ერთ ბრალდებულს. ნოდარ
ღუნაშვილის ყოფილ მეუღლეს, ქეთევან ჩხაიძეს სასამართლომ დანაშაულის
დაფარვისთვის 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.