კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაზრობებზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება კიდევ ერთი წლით გადავადდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 დეკემბერი 2021

ბაზრობებზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება კიდევ ერთი წლით – ამჯერად, 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა.

“საგადასახდო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებები პარლამენტმა 79 ხმით მიიღო. 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული იყო საქონლის მიწოდებისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოეყენებინა.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, აღნიშნულ ვადაში კანონის ამოქმედებისთვის საჭირო იყო გარკვეული მომზადება და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თუმცა ქვეყანაში გლობალური პანდემიიდან გამომდინარე შექმნილმა მდგომარეობამ სამუშაოების ჩატარებისათვის დამატებითი დრო მოითხოვა და აუცილებელი გახდა კანონის ამოქმედების ვადის 2023 წლის 1 იანვრამდე გადაწევა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია