იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 დეკემბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული "განახლებული რეგიონების" სახელმწიფო პროგრამა გარდაბნის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში, ქალაქ გარდაბანში,დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია ხორციელდება. დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეების და თანამედროვე განათებების მოწყობა.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილე, გიორგი ციბაძესთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვახტანგ გაგუასთან ერთად დაათვალიერა.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია