შიდა ქართლი
ყინვების გამო სოფელ სკრაში სასმელი წყლის 1 კმ-იანი მილი დაზიანდა
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
05 იანვარი 2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში ორი კვირაა სასმელი წყლის
დეფიციტია. ძლიერი ყინვების გამო 1 კმ-იანი მილი დაზიანდა.
სოფელ სკრის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა სოფელ ბეთლემში
მდებარეობს. როგორც მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ილია
მუზაშვილი წერილობით იტყობინება, მილი დაზიანდა 20 დეკემბერს.
მისი ინფორმაციით, წყალი არ მიეწოდება არა მარტო მოსახლეობას, არამედ
სკოლასა და საბავშვო ბაღს. ამ ეტაპზე ორივე საგანმანათლებლო
დაწესებულებაში არდადეგებია, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ სასწავლო
წლის განახლებას სკოლასა და საბავშვო ბაღში სასმელი წყლის გარეშე
შეხვდებიან.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, ,,სასმელი
წყლის სამსახურის უფროსმა ბონდო მარუაშვილმა მერიას 3 იანვარს აცნობა,
რომ ბაზრის კვლევის შედეგად, საჭირო მილი თბილისში, ვაგზლის მოედანზე
ნახეს და უახლოეს დღეებში იყიდიან.