ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში, რომელიც სპეციალურად კოვიდინფიცირებულ მსჯავრდებულებთან კონტაქტში მყოფი პატიმრებისთვის მოეწყო, ბოლო სამი დღის განმავლობაში 34 პატიმარი მოთავსდა.
უწყების ცნობით, ისინი N2 (ქუთაისის) და N14 (გეგუთის) პენიტენციური დაწესებულებებიდან არიან გადმოყვანილი და წარმოადგენენ ინფიცირებულთა კონტაქტებს.
რაც შეეხება თბილისში არსებულ ერთ-ერთ სამედიცინო დაწეესებულებას, უწყების ინფორმაციით, იქ ბოლო ორი კვირის განმავლობაში 65 კოვიდინფიცირებული მსჯავრდებული მოთავსდა.