იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს"

სპორტი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 სექტემბერი 2021

ავთანდილ ხურციძის გათავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს ხელისუფლებას, - ამის შესახებ აშშ-ში საპატიმროში მყოფი მოკრივის დედა მაყვალა ხურციძე აცხადებს.
მისი თქმით, მოკრივე სპორტს დაუბრუნბდება, თუმცა საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს. 

"ვესაუბრე ჩემს შვილს და ელოდება საპატიმროს დატოვებას. ის უდანაშულოა და ტყუილად იყო დაკავებული. ვადაზე ადრე ათავისუფლებენ, რადგან კარგად იქცეოდა. მის გათავისუფლებასთან არანაირი კავშირი აქვს საქართველოს ხელისუფლებას. გაბრაზებულები ვართ, არაფერი გაუკეთებიათ ჩემი შვილის დასახმარებლად. ავთო ციხეს მალე დატოვებს და სპორტსაც დაუბრუნდება, თუმცა საქართველოს სახელით აღარ გააგრძელებს. არ ვიცი, საქართველოში ჩამოვა, თუ არა"-განაცხადა მაყვალა ხურციძემ.
შეგახსენებთ, როგორც ავთანდილ ხურციძემ ფეისვუკის გვერდზე დაწერა, ის ნიუ-ორკის ციხეს 14 სექტემბერს დატოვებს, ხურცვიძე 2017 წელს დააკავეს, მას ბრალად რეკეტი, გამოძალვა და კრიმინალური საქმიანობა ედებოდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია