კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაზაფხულიდან გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობას

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 იანვარი 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაზაფხულიდან მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნება.

როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა ტელეკომპანია ,,გურჯაანთან” ისაუბრა.

მისი თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობას სოფლებთან დაკავშირება, კერძო ტაქსების ნაცვლად, კომფორტული მიკროავტობუსებით, შეღავათიან ფასად შეეძლებათ. მისივე განმარტებით, წელს, ნონეშვილის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, დაიხაზება საპარკინგე ადგილები და მოეწყობა გაჩერებები.

,,გვაქვს უკვე სხვადასხვა მიმართულებით მოლაპარაკებები. გარდა ტრანსპორტისა, როცა მოხდება გურჯაანში სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელება, მოეწყობა საპარკინგე ადგილები, გაჩერებები, მარშრუტების შემუშავება. ამას ერთი და ორი თვე არ ეყოფა და ვგეგმავთ ეს საკითხები გაზაფხულამდე მოგვარდება. მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში”,– განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია