შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

10 გზავნილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის პრესკონფერენციიდან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 იანვარი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა. მედიამ შეკითხვები ყველა აქტუალურ საკითხზე დასვა. ჟურნალისტებთან შეხვედრა 1 საათს გაგრძელდა. უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი, დაპირისპირება მმართველ გუნდში, მოსამართლეების სია:ეს ის საკითხებია, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტმა კონკრეტული, ღია პოზიცია არ დააფიქსირა. გთავაზობთ მოკლე შეფასებებს:  

მოსამართლეების სიაზე: ხელისუფლებას არაფერს ვურჩევ მე არ ვარ პირადი პირი, პრეზიდენტი ვარ. 

კანაფის კულტივაციაზე და კანონპროექტის შესაძლო დაბრუნებაზე შეკითხვის საპასუხოდ: ძალიან ბევრი თუ-ები არის, ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებ.

ვალდებულია თუ არა, დააფიქსიროს პოზიცია გუნდში დაპირისპირებაზე, რადგან "ოცნების" დამსახურებით მოვიდა ხელისუფლებაში: არც ერთი გუნდის დამსახურებაა, რომ პრეზიდენტი ვარ-ეს ხალხის დამსახურებაა.

მმართველ გუნდში დაპირისპირებაზე:
ომის პირას არ ვართ, მოვედი იმ იმედით, რომ ვიქნებოდი შერიგების პრეზიდენტი: იმედია, ეს მმართველ გუნდზეც გავრცელდება. 

სიტყვის თავისუფლებაზე: არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხი გადაწყვიტეს - ამის ბოლო მაგალითი საფრანგეთია.

საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე:არსად ტარდება იდეალური არჩევნები.

უკრაინისთვის ავტოკეფალიის არმილოცვაზე: არ ავიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას, რომ გავამძაფრო არსებული სიტუაცია.

ნარკოპოლიტიკისა და ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალებაზე: ვითხოვ დროს, რომ ჩამოვყალიბდე.

აპირებს თუ არა ის "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას და როგორ, იმის მიუხედავად, რომ ამ პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა: ყველას დაეგზავნა მოლოცვის წერილები, მაგრამ ის ვინც არ მაღიარებს, იმას რა ვუყო, არ ვიცი.

ახალი საზოგადოებრივი ფონდის შექმნაზე: ფონდში გადავრიცხავ ჩემ ხელფასს, რამეთუ მე ვღებულობ უკვე საფრანგეთის პენსიას.

http://newsreport.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია