გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რუსეთის ეკლესია კაენის მდგომარეობაშია - ძმამ რომ შურით ძმა მოკლა..."

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 იანვარი 2019

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი საქართველოში სასულიერო პირებს შორის აზრთასხვადასხვაობის მიზეზი გახდა. დაუჭერს თუ არა საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას მხარს?


ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე „ტვ პირველთან“ ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ მეზობელი ქვეყნისთვის ტომოსის მიღების მილოცვაზე თავის შეკავება რუსეთის ეკლესიისადმი მიმსგავსება იქნება:

„რა თქმა უნდა სიფრთხილე საჭიროა, მაგრამ არანაირი წონადობა იმ არგუმენტებს, რომ ჩვენ არ დავდგეთ სიმართლის მხარეს და 50-მილიონიან ქვეყანას, რომელმაც ათწლეულები იბრძოლა, რომ ჰქონოდა დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესია და მიაღწია ამას, რომ არ მივულოცოთ და მათი სიხარული არ გავიზიაროთ, ჩვენ, როდესაც მე-20-ე საუკუნის დასაწყისიდან, წმინდა ილია მართალი ხელმძღვანელობდა ავტოკეფალიის საკითხს, შემდეგ გადაიდო, 43 წლამდე ველოდებოდით სანამ რუსეთის ეკლესია გვაღირებდა, პოლიტიკური ჩარევა იყო იმდროინდელი მმართველის მხრიდან. შემდეგ 90 წელს მივიღეთ ტომოსი და როგორი ბედნიერება იყო ეს ჩვენთვის და სხვისი ბედნიერების გაუზიარებლობა... მაშინ რუსეთის ეკლესიას უნდა მიემსგავსო, რომელიც კაენის მდგომარეობაშია, ძმამ რომ შურით ძმა მოკლა, კაენისეული მდგომარეობაა, როდესაც შურს მისი წარმატება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია