იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თურქეთზე აშშ–ის ეკონომიკური იერიში საქართველოსაც დააზარალებს

ეკონომიკა
წყარო:   /  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2019

თურქეთზე აშშ–ის ეკონომიკური ზეწოლა არა მარტო თურქეთის, არამედ მთლიანი რეგიონის და მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება.

ასეთი შეფასება M2B-სთან საუბარში რონდელის ფონდის მკვლევარმა, აღმოსავლეთმცოდნემ ზურა ბატიაშვილმა აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან თურქეთის მისამართით გამოთქმულ მუქარასა და აღნიშნულზე ანკარის მასუხის კომენტირებისას გააკეთა.


კერძოდ, 13 იანვარს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ანკარა სირიაში ქურთებზე იერიშებს გააგრძელებს, ვაშინგტონი „თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებს“.


საპასუხოდ კი, ანკარაში განაცხადეს, რომ ამერიკის პრეზიდენტის მუქარის მიუხედავად თურქეთი სირიის ჩრდილოეთით კურთთა სახალხო თავდაცვის ნაწილებთან ბრძოლას გააგრძელებს. აქვე აღნიშნეს, რომ ანკარაში ვერ ხედავენ განსხვავებას ქურთთა ნაწილებს და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის.


„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა და თურქეთი ათწლეულების განმავლობაში ნატო–ს წევრები მოკავშირეები არიან, სირიაში მათი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. იმ ძალას, რომელსაც აშშ მოკავშირედ მიიჩნევს სირიაში, კერძოდ, პროქურთულ "ხალხთა თავდაცვის ნაწილებს", ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ "ქურთისტანის მუშათა პარტიის" გაგრძელებად განიხილავს“, – თქვა ბატიაშვილმა.


მისივე თქმით, ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება საკმაოდ სერიოზულია.


„ამერიკის ეკონომიკური ზეწოლის უგულვებელყოფა ადვილი არ იქნება. თურქეთის მიერ სირიაში ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყებას მართლაც შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკური სახის გართულებები აშშ-ის მხრიდან. ეს კი უარყოფითად აისახება არა მარტო თურქეთის, არამედ საქართველოს ეკონომიკაზეც, რადგან თურქეთი ჩვენთვის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან, ათობით ათასი ჩვენი მოქალაქე მუშაობს თურქეთში. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა გასული წლის აგვისტოში, როდესაც აშშ-მა სიმბოლური სახის ეკონომიკური სანქციები შემოიღო თურქეთის წინააღმდეგ. ეს უარყოფითად აისახა ჯერ თურქული ლირის, შემდეგ კი ქართული ლარის კურსზეც”, - განმარტა ექსპერტმა.

წყარო : m2b.ge
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია