იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად გრძელდება

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 იანვარი 2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობისათვის ვაქცინაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფის მიზნით აქტიურად გრძელდება  იმუნიზაციის პროცესი.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი მობილური  სამედიცინო ჯგუფები დღეს, სოფელ გამარჯვებაში, სართიჭალასა და ქესალოში იმყოფებოდნენ. ვაქცინაციის კამპანია სამხარეო ადმინისტრაციასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით ხორციელდება. 
 
ვაქცინაციისთვის სპეციალურად მოწყობილ პუნქტამდე,  მიმდებარე სოფლებიდან,  მსურველების ტრანსპორტირებას  გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. 
 
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა  მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, "ბუსტერ" დოზით აცრის  შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს.
 
#ვაქცინაგვიცავს
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია