შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თებერვლიდან გურჯაანის ბაგა-ბაღების თანამშრომლების ხელფასი გაიზრდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 იანვარი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლებს თებერვლიდან ხელფასები გაეზრდებათ.


როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანების დირექტორმა ლელა თევდორაშვილმა აღნიშნა, წელს მათი ბიუჯეტი 250 ათასით გაიზარდა.
„ჩვენ ვემზადებით კვების ახალ სტანდარტზე გადასასვლელად, ამიტომ აქედან გარკვეული თანხა აუცილებლად დაგვჭირდება სამზარეულოების აღჭურვისთვის. დამატებით შევიძენთ: მაცივრებს, გაზქურებს, ქვაბებსა და სხვა აქსესუარებს. გარდა ამისა, მოგვიწევს ახალი შტატების დამატება. მზარეულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს თანაშემწეც . პირველი თებერვლიდან თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ. მათ აუცილებლად უნდა მიიღონ შრომის შესაფერისი ანაზღაურება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ტექნიკურ პერსონალზე.“

ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ხელფასის მატება შემდეგი პრინციპით განხორციელდება.
„38-40 პროცენტი მოემატება ტექნიკურ პერსონალს, ხოლო 30 პროცენტი - მენეჯერს და აღმზრდელს. მაგალითად: თუ დღეს აღმზრდელის თანაშემწის ხელზე ასაღები ხელფასი 180 ლარია, სულ მცირე 250 ლარი გახდება. აღმზრდელების ანაზღაურება გვინდა 300 ლარის ნაცვლად 360 მაინც გახდეს. ისიც ვიცი, რომ ამ ყველაფრისთვის 250 ათასი საკმარისი არ არის. ალბათ კიდევ გვექნება დამატებითი თანხები. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენც და მერიაც, რომ პირველი თებერვლიდან თანამშრომლებმა მომატებული ხელფასები აიღონ.“

რაც შეეხება რეორგანიზაციას , ლელა თევდორაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მერიასთან ერთად სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია