შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საით წავა კალაძე"?!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2019
ოპოზიციასა და პოლიტოლოგების ნაწილის მხრიდან არის საუბარი იმაზე, რომ "ქართული ოცნების" დაშლა გარდაუვალია.  ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ ეს დაჩქარებული წესით მოხდება თუ არა, არა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მთვარაია საით წავლენ ის ფიგურები, რომლებიც პარტიქში განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობენ. 

- "ქართული ოცნების" სეგმენტირება გარდაუვალი პროცესია. მას დაშლისგან მოსამართლეთა ოდიოზური სიის ჩაგდებაც კი ვერ დაიცავს, თუმცა ეს ახლა მოხდება, გაზაფხულზე თუ ცოტა მოგვიანებით, ძნელი სათქმელია. ვერც იმას გეტყვით, წასვლის მსურველები ერთ დიდ ფრაქციას ჩამოაყალიბებენ თუ რამდენიმე პატარა ფრაქციად დაიშლებიან, თუმცა, ვიმეორებ -ეს, ჩემი აზრით, გარდაუვალია. ვფიქრობ, ეს ჯანსაღი პროცესია და იძლევა უკეთეს შანსს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჯანსაღი სამთავრობო კოალიცია შეიქმნას. "ქართული ოცნების" სახის გადასარჩენადაც ეს პროცესი მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ არის მეორე საკითხიც: თუ "ოცნებიდან" სახიერი ადამიანების უმეტესობა წავიდა, ვის იმედად რჩებიან "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი? "კოლექტიური კობახიძისა" და ამ სასამართლოს "მაყურებლების"?!

ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, საით წავა კალაძე თავისი თბილისითა და მეთოდურად ნაგები იმიჯით. ამ ექვსი წლის განმავლობაში და იმ ვითარებაში, როდესაც "ოცნება" არ მიესალმებოდა ადამიანებს, ვისაც პოლიტიკური ამბიცია უჩნდებოდა, ის ერთადერთი ადამიანია, ვინც პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბება შეძლო. კალაძე "ქართულ ოცნებაში" ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელმაც არჩევნები ივანიშვილის პირდაპირი ჩართულობის გარეშე მოიგო. ამავე დროს, ის მოქნილი პოლიტიკოსიცაა, ამიტომაც მგონია, რომ ეცდება, საკუთარი იმიჯი სასამართლო სისტემის "მაყურებლებთან" არ გააიგივოს...-აცხადებს ლაგაზიძე "კვირის პალიტრასთან".

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია