შიდა ქართლი
ხაშურიდან უკრაინის დასახმარებლად მორიგი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
10 მარტი 2022
უკრაინასთან დამეგობრებული ქალაქების დასახმარებლად შეგროვებული
ჰუმანიტარული ტვირთვი გაგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის
მერია ავრცელებს.
ტვირთი, პირველ რიგში, დამეგობრებულ ქალაქებისთვისაა განკუთვნილი.
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ, სარეზერვო ფონდიდან ფინანსური
რესურსი გამოყო. გარდა ამისა, ხაშურის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის
ერთსულოვნებისთვის სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს, ხაშურის
მუნიციპალიტეტის ყველა მოქალაქეს, ვინც წვლილი შეიტანა ჰუმანიტარულ
აქციაში.- აღნიშნავენ მერიაში.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინის შესაბამის ოლქებსა და
ქალაქებში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.